მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი EU-ს ელჩებს შეხვდა - "საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას"

64875aebf060c
თამთა ჯიჯავაძე
12.06.23 21:43
605
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სასტუმრო "ვინოტელში" გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არც პრემიერს და არც ელჩებს არ გაუკეთებიათ. 

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ ის და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩები საღამოს ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავდნენ შეხვედრას.  დიპლომატის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის ინფორმაციის გაცვლა მჭიდრო რეჟიმში მიმდინარეობდეს, რადგანაც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების დრო ახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები