მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: გვჭირდება სასტუმროები ზუგდიდსა და ფოთში

5db49dbd988b6
BM.GE
26.10.19 23:19
1037
გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად.

„ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დააკლდა. დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ 3 პროცენტზე ნაკლები. იმიტომ, რომ არ არის ტურისტული პროდუქტები. ამაზე სამუშაოა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს თუ ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში რაღაც მოვასწარით, გეგმა მაინც უნდა გავაკეთოთ ნორმალური, რომ მომავალ წელს ამ გეგმაზე ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროზე აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლებია, გასაკეთებელია მარშრუტი მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა წალენჯიხა-ზუგდიდი ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი რამ არის სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება დავაკავოთ 5-6 დღე. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები