მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ჟურნალისტებს კითხვების თემატიკას უწუნებს

602659752ea85
BM.GE
12.02.21 14:32
721
პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია მედიას კითხვების თემატიკას უწუნებს. საქმე იმაშია, რომ რეგიონში ვიზიტით მყოფ მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის ურთიერთობაზე და ასევე, პოლიტსბჭოს სხდომებზე პრემიერის არდასწრების მიზეზებზე დაუსვეს. 

"ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი და ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს" - ირწმუნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

მისივე თქმით, ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას გიორგი გახარია.

„ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს გარდა იმისა, გახარია დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს, მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან - ვერა, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივი რამ მინდა გითხრათ - უკვე ერთი კვირაა, ვცდილობ, ყოველკვირეულად მაქსიმალურად მივიდე სკოლებში, ვინაიდან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რომ შეეძლოთ ნორმალური განათლების მიღება. მეორეს მხრივ, ამ ბავშვების ოჯახებს, ქართულ ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის, ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ და ამ დროს მედიას გარდა იმისა, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე, ვინ არ მივიდა, კითხვა არ აქვს. ვერ მივდივარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია. ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან - ვერ ვახერხებ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები