პრემიერი კულტურის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი გადაინაცვლებს პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობით იქნება დაკავებული შემდეგი წლების განმავლობაში. შესაბამისად, ახალი მინისტრი უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება ამ სფეროში. ვისაუბრებთ ყველა თემაზე", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილე თანამდებობის პირებს თანამდებობის დატოვებას ავალდებულებს. შესაბამისად, ცესკოში საარჩევნო სიების ოფიციალურად წარდგენის, 26 სექტემბრის შემდეგ ვიცე-პრემიერმა და კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გადადგა.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ წულუკიანი საარჩევნო სიაში მეექვსე ნომრად შეიყვანა.
„თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა“, - აღნიშნა წულუკიანმა თანამდებობის დატოვების შემდეგ.