მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი მინისტრს ტყიბულში გზავნის: ის გაემგზავრება არა სიტუაციის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად

5d8c5840d784a
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 10:17
1137
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა დაავალა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ხაზგასმით აღვნიშნავ, ის გაემგზავრება არა გარემოების გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ბიზნესისა და დამსაქმებლების ინტერესების დასაცავად, ყოველთვის, სადაც ამის საშუალება იქნება დავუდგებით ბიზნესს გვერდით, მაგრამ ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითვალისწონოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები”,- განაცხადა გახარიამ.

გუშინ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები