მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "ბლექ სი არენას" დირექტორს შეხვდა - თემა მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები იყო

63513f0957ebb
BM.GE
20.10.22 16:33
1203
2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ორგანიზაციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეხვედრის განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე" გაიმართება.

კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა.

შარშან “ბლექ სი არენა” ცარიელი იყო, თუმცა დირექტორმა 88,713 ლარის ხელფასი აიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები