საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში კრიზისია და ამ სიტუაციაში არ არის დრო, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით "ეუთო" - "ოდირის" დასკვნის ლოდინი. პრეზიდენტი განმარტავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი კრიზისის დროს გადადგებოდა პრემიერ-მინისტრი და ჩაინიშნებოდა ახალი არჩევნები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით თქმით, იგივე უნდა გააკეთოს საქართველომაც.
"კრიზისი არ ელოდება არაფერს. კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. საბოლოო ანგარიში იქნება, მაგრამ არჩევნები მორჩა და არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში. ვინ უნდა დაელოდოს ამ ანგარიშს ხალხი ქუჩაშია გამოსული და არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ. ოპოზიცია არ შედის პარლამენტში - კრიზისია. ამ კრიზისიდან გამოსვლა შეიძლება მხოლოდ არა მუქარით და რეპრესიებით. ასეთი ღრმა კრიზისის დროს გამოსავალია არჩევნები.
არჩევნები აუცილებელია, როცა ქვეყანა არის კრიზისში, ეს არის პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", - ამბობს პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.