მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერის დავალებით ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიას შეხვდება

5e60b30a6487b
BM.GE
05.03.20 12:00
1278
ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსის გამო მიყენებულ ზიანზე სამსჯელოდ ტურიზმის ინდუსტრიას შეხვდება. შესაბამისი დავალება ნათია თურნავას უწყებას პრემიერმა, გიორგი გახარიამ მისცა. 

"დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს პერიოდში შევხვდეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ის პრობლემები, რაც წარმოიქმნა გლობალური გამოწვევის გამო. დიდი ალბათობით ალბათ ხვალ დავაორგანიზებთ ამ შეხვედრას და აუცილებლად შევხვდებით სასტუმროებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ, არამედ ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს.

პრობლემა კომპლექსურია და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ, რა პრობლემების წინაშე დადგა ინდუსტრია კორონავირუსის გამო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენდეს.თუმცა ახლა ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ.

მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე ახლა დგას, სიღრმისეულად უნდა გავერკვეთ, უნდა გავაკეთოთ მეტ-ნაკლებად ზუსტი ანალიზი იმისა, თუ რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პროცესის შემდგომ დინამიკაზე, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად პრობლემა მოგვარდება და ტურისტული ინდუსტრიის განვითარება დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას"-განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები