საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ რა სახით განხორციელდება კლინიკის მოდერნიზების პროექტი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ამ საბჭოს შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ფინანსთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ.
ამავე განკარგულების თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს უშუალო მფლობელს, ჯანდაცვის სამინისტროს ა(ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს" დაევალა მოამზადოს და მთავრობას წარუდგინოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ალტერნატიული პროექტი. ამავე დადგენილებით, შეჩერდა კლინიკის რეორგანიზაციის სამუშაოები, რომლებიც წინა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის დროს გამოცხადდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკის რეორგანიზაციის პერიოდში იმ 350 თანამშრომელს, რომელმაც კომპენსაციის მიღების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ან კომპენსაცია უკვე მიიღეს, სამსახურში დაბრუნება შეეძლებათ.
უწყების ცნობით, მედპერსონალს, რომელსაც კომპენსაცია უკვე დაერიცხა, დაბრუნების სურვილის შემთხვევაში შეუძლია თანხა ერთიანად დააბრუნონ, ან გააფორმონ ხელშეკრულება, რომლითაც ხელფასიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოეჭრებათ.