მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მრჩეველი: ბიზნესისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია

5e8755507d3ce
თელარა გელანტია
03.04.20 19:23
857
სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა საბოლოო ჯამში მათ შეენარჩუნებინათ ლიკვიდობა, დასაქმებულები და მინიმიზაცია განგვეხორციელებინა ამ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურს დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გათვალოს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და შეიმუშაოს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმდინარე საჭიროება და მხარი დაუჭიროს ბიზნესს.


„მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გაიზარდა, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ეკონომიკური გამოწვევების ზრდაც, დამატებით ჩაერთო 2 მილიარდის მოცულობის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიც არის სასურსათო პროდუქციაზე ფასების შენარჩუნების სუბსიდირება, ასევე დაანონსდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მოხდეს საკონტრაქტო ფასების სუბსიდირება, იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ზეგავლენებმა არ მოახდინოს მათი საქმიანობის შეფერხება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები