მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გეგმებზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობს

ირაკლი კობახიძე

რატომ გაასხვისა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "თანაინვესტირების ფონდმა" "მტკვარი ჰესი" ამ კითხვაზე პრემიერი არ პასუხობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილის 2 მლრდ-თან დაკავშირებით მოხდა, მის აქტივებზე საუბარი უხერხულია.

"ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი. მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს საზოგადოების წინაშე. მინდა, ერთი რამ გაგახსენოთ, მან 2 მლრდ მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მლრდ სადაც არის, ყველას კარგად მოეხსენება. ასეთ პირობებში სპეკულირება, ბიძინა ივანიშვილის თანხებთან მიმართებით უბრალოს სამარცხვინოა, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები