საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა bm.ge-ის კითხვა, რომელიც თბილისში „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის მენეჯმენტის ვიზიტს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ bm.ge-ის ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისში ENKA-ს მენეჯმენტი იყო ჩამოსული, თუმცა უცნობია, ვისთან გამართეს შეხვედრები და რა შედეგით დასრულდა.
„ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს“, - უთხრა bm.ge-ის პრემიერმა.
შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.
ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.




























