დღეს, პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.
პლენარული სხდომა12:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს, რომლის შემდეგაც პლენარული სხდომა დაიხურება.




























