მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციოზე ზეწოლის გაძლიერებაზე - არაკორექტულია" - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

"პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციოზე ზეწოლის გაძლიერებაზე - არაკორექტული განცხადებაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სრულიად დამოუკიდებლად, ობიექტურად.

„უკიდურესად არაკორექტული განცხადებაა, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე, ან საზოგადო სასამართლოზე. ვინც გულშემატკივრობს იდეას სამართლებრივი სახელმწიფოსი, ასეთი განცხადება არ უნდა აკეთოს და არ უნდა მოსწონდეს სხვის მიერ მოწოდებული ასეთი განცხადება.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სრულიად დამოუკიდებლად, ობიექტურად, თუმცა მე მგონია ზურაბიშვილის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება განპირობებულია ერთადერთი ფაქტორით. მან ყველაზე კარგად იცის შეიძლება დღეს, რომ არავითარი მიზეზი არალეგიტიმურად არჩევნების ჩატარებისთვის არ არსებობს. არავითარი მიზეზი არ არის, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს. ამიტომ, არავითარი პერსპექტივა ჩემი დაკვირვებითა და აზრით არ გააჩნია იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთ დროს, როდესაც გაქვს დეფიციტი არგუმენტების, აუცილებელია ეპატაჟური განცხადებები, რომლითაც შეეცდება საზოგადოებრივი წნეხი გაზარდოს და გაზარდოს საკუთარ ინტერესებში შემავალი არასწორი, არამართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი“, - ამბობს სარჯველაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები