შედარებისთვის, გამოკითხულთა უმრავლესობა (42%) საქართველოს პარლამენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს უარყოფითად აფასებს, პარლამენტის ქმედებების მიმართ დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 34%-ია განწყობილი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დადებითად გამოკითხულთა 41% აფასებს, ცუდად და ძალიან ცუდად კი - მოსახლეობის 39%-ი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებებს დადებითად აფასებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც. პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი, დადებითი შეფასებები ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდანაა.

სატელეფონო გამოკითხვა 7-10 მარტს ჩატარდა და მასში 1,092 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების მაჩვენებელი 2.96%-ს შეადგენს.




























