მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეზიდენტის ვეტო ქარიშხალიდან გამოსავალია" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე დადებულ ვეტოს ეხმიანება.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გამოსასვლელ გზას აჩვენებს. საქართველოს შეუძლია, უარყოს ეს კანონი და აირჩიოს ევროპა", - წერს ლანდსბერგისი.

დღეს, 18 მაისს, პრეზიდენტის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი პარლამენტს "უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე ვეტოს პარლამენტს დღესვე გაუგზავნის. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივირებული შენიშვნები ჰქონდა პრეზიდენტს ან რატომ არ გამოიყენა მან ვეტოს დასადებად გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა სრულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები