საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს კობახიძის მთავრობა დაამტკიცა.
მთავრობის განახლებული შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი