პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, 14 მარტს წარსდგება. პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ თარიღი შეთანხმებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღონ.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო საკითხი დღის წესრიგშია შეტანილი.
bm.ge ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც ამბობენ, რომ საკითხზე, ჯერჯერობით, ვერაფერს იტყვიან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას 5 მარტს ითხოვდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა.




























