მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტი არ პარლამენტობს... დიდი ხანია აღარ ვიცით, ვინ რატომ და სად ინიშნება" - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ზურაბიშვილმა ინსტიტუტების კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ისიც კი გაურკვეველია, ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, თუ იღებს ინსტრუქციებს ქვეყნის ფარგლებს გარედან.

"პარლამენტი არ პარლამენტობს. ჩაკეტილ კარებს მიღმა არის, რაღაც ერთპარტიული შეკრება, რომელიც არავინ იცის, რა გადაწყვეტილებებს იღებს და რატომ, რის საფუძველზე, ვისი ინსტრუქციით. არავინ იცის, ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით, თუ ინსტრუქციები მოდის ქვეყნის გარედან. ესეც აღარ ვიცით.

დიდი ხანია აღარ ვიცით, ვინ რატომ და სად ინიშნება, ან მოხსნილია. ესეც არასოდესაა ახსნილი და ესეც მნიშვნელოვანი დარღვევაა იმ პრინციპების, რაზეც ეს ქვეყანა ნელ-ნელა შენდებოდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ჩაატაროს ახალი არჩევნები ან დაელოდოს დაშლას - სალომე ზურაბიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები