მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ

649688453a48a
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 10:00
1860
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები როსტოვში სამხედრო ობიექტებს მათ შორის, აეროდრომს აკონტროლებენ.

მისი ვიდეო მიმართვა "ვაგნერის“ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ჯერჯერობით რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გუშინ, 23 ივნისს, პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ სამხედრო დანაყოფეფბზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც მისი თქმით, “ვაგნერის” ბევრი მებრძოლი შეეწირა. ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა.

რუსეთის FSB-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აჯანყების მოწოდების ფაქტზე აღძრა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი პრიგოჟინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია და „მიიღება შესაბამისი ზომები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები