მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის გეგმა 100.3%-ით შესრულდა - ეკონომიკის სამინისტრო

ლარი

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 100.3%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, პრივატიზაციის კამპანიის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2024 წლის მეორე კვარტალის გეგმით გათვალისწინებული 37,000,000 ლარის ნაცვლად, 37,102,291 ლარი შევიდა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში 506 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,“ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამში 142 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება შეძლო, ხოლო ექვსი თვის პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული 73 მლნ-ს ნაცვლად, სააგენტომ 97 მლნ ლარზე მეტი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც 6 თვის გეგმა 133%-ით შესრულდა.

BMG-ი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს კითხვით თუ რა ქონებები გაიყიდა 2024 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ძვირად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები