მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Procter & Gamble 7,000 თანამშრომელს დაითხოვს

Procter & Gamble

საყოფაცხოვრებო პროდუქტების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, საერთაშორისო კონგლომერატი Procter & Gamble-ი რესტრუქტურიზაციას აანონსებს, რომლის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კომპანიას 7,000 თანამშრომელი დატოვებს, ანუ სამუშაო ძალის 6%.

როგორც კომპანიაში ამბობენ, გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებულ გაურკვეველობას უკავშირდება, რომელსაც, დიდწილად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები განაპირობებს, რაც Procter & Gamble-ის პროდუქტებს გააძვირებს. P&G-ის დათვლებით, ფისკალურ 2026 წელს ტარიფები კომპანიას $600 მილიონით დაარტყამს.

რესტრუქტურიზაციის შედეგად, P&G-ის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები გაფართოვდება, ხოლო გუნდები უფრო მცირე გახდება, რამაც, კომპანიის შეფასებით, ეფექტიანობა და პროდუქტიულობა უნდა გაზარდოს, ხარჯები კი პირიქით — შეამციროს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წამოყენებულ იდეას ინვესტორები უარყოფითად შეხვდნენ, ხოლო აქციები 2%-ით გაუფასურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები