მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტებში, რომლებიც თბილისში 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია - G&T

საქსტატი

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

Galt & Taggart-მა აგვისტოში სისტემური დეველოპერები გამოკითხა, რომელიც მოიცავდა 130-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ პროექტებში, რომლებიც 2026 წელს, ასევე 2027-28 წლებში სრულდება ბინების 52%-ია გაყიდული.

საბინაო ფონდის განაწილება დასრულების წლისა და სტატუსის მიხედვით

7 თვეში თბილისში 22 778 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.8 მლრდ შეადგინა - G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები