კომპანია „აპექს დეველოპმენტმა“, პროექტში „აპექს ნუცუბიძე“ მეოთხე ბლოკის გაყიდვები დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.
პროექტი ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარეობს და სამ 22 სართულიან და ერთ 7 სართულიან საცხოვრებელ კომპლექს აერთიანებს.
„აპექს ნუცუბიძე“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 4 ბლოკს მოიცავს. ის აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელს. ასევე გვაქვს შიდა დახურული საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული ზონა და გამწვანებული პარკები.
საკმაოდ კომფორტულად ადგილას ვართ, მდებარეობს ნუცუბიძის მესამე პლატოზე, დათუაშვილის N22-ში. ლისის ტბიდან და სავაჭრო ცენტრიდან 2-2 კმ-იანი დაშორებით, მეტროდან 15 წთ-ის გზაზე. პროექტს აქვს პანორამული ხედები თბილისზე და ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულს ხდის მას.
სწორედ ახლა დავიწყეთ პროექტის მეოთხე ბლოკში გაყიდვები. ეს შენობა კონცეფციურად განსხვავდება სხვა ბლოკებისგან. კორპუსის სამუშაოები 2-წლიან ვადაში დასრულდება და ამ ეტაპზე მომხმარებელს შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. პროექტში ბინები 40კვ-დან იწყება და მისი მორგება მობინადრეების გემოვნების მიხედვითაა შესაძლებელი“, - განაცხადა პროექტის გაყიდვების მენეჯერმა სალომე გუშარაშვილმა
კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბაზარზე 11 წელია არსებობს, ამ დროისთვის მათ 11 დასრულებული და სამი მიმდინარე პროექტი აქვთ.