მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროგრამის მიზანია, საქართველოს $2 მლრდ-მდე დააზოგვინოს“ – მსოფლიო ბანკი

635a2b1e7e6a1
თამთა ჯიჯავაძე
27.10.22 21:30
743
მსოფლიო ბანკის გათვლებით, თუ საქართველო ჯანდაცვის და განათლების სფეროში თავისი პოტენციალის მაქსიმუმის ათვისებას შეძლებს, ერთ სულზე მშპ 1.64–ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ BMG-ისთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აჰმედ ლევენტ იენერმა განაცხადა.

მან განმარტა თუ, როგორ შეიძლება გაიზომოს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში დაწყებული ადამიანური კაპიტალის პროგრამის შედეგები.

იენერმის განაცხადებით, ამ კუთხით მთავარი შედარება საქართველოს აწმყოსა და მომავალს შორის იმ ინვესტიციების საფუძველზე კეთდება, რაც  ჯანმრთელობის, განათლების სერვისების და მიზნობრივი სოციალური დაცვის გასაუმჯობესებლად დასაბანდებელი იქნება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ პროგრამის მიზანი სისტემაში ეფექტიანობის შემოტანაა. საქართველოს მთავრობა მომდევნო 6–7 წლის განმავლობაში 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს დახარჯავს ადამიანური განვითარების სერვისების ნაწილში. ეფექტიანობა გამოიხატება იმაში, რომ პროგრამის მიზანია, საქართველოს დააზოგვინოს თითქმის 2 მილიარდი. ამ პროგრამის მიზანია, საქართველომ რაც შეიძლება ეფექტიანად ხარჯოს მის ხელთ არსებული ადგილობრივი რესურსი“, - განაცხადა აჰმედ ლევენტ იენერმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი გამორჩეულია იმით იქნება, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად გააგრძელებენ და შესრულებული სამუშაოს შემდეგ ქვეყნისთვის ამ თანხის ანაზღაურება  მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები