მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამით „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 1000-მდე ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს - აჭარის მთავრობა

64283f3604f05
BM.GE
01.04.23 18:25
631
პროგრამით „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს - ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

მათივე ცნობით, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა კვინიტაძის #1, #3, #11-ში, გრიშაშვილის #9-ში, ასევე, ხინიკაძის #7-ში მიმდინარეობს.
„მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის“ დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბრის ქუჩებზე.

ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები 6 მისამართზე უკვე დასრულდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ პროგრამის 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 100 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები