მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროპაგანდის გავრცელების გამო, ევროკავშირი ხუთ რუსულ კომპანიას სანქციებს უწესებს

64c568157c027
BM.GE
30.07.23 00:00
449
ევროკავშირი სანქციებს უწესებს ხუთ რუსულ კომპანიასა და რუსეთის 7 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელების კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ციფრულ საინფორმაციო მანიპულაციურ კამპანიაზე, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.

სანქციები დაუწესდა Inforos-სა და მის სამ დამფუძნებელს. Inforos-ი მჭიდრო კავშირშია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, რომელმაც შექმნა 270-ზე მეტ ყალბ ვებგვერდი და დაკავებული იყო რუსული პროპაგანდის გავრცელებით. სანქციები ასევე დაუწესდა ერთ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

“ეს გადაწყვეტილება ძლიერი სიგნალია მათთვის. ვიცით როგორ მანიპულირებენ და ოპერირებენ ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ ძლიერნი ვართ ამ საფრთეების გამოვლენასა და საპასუხო ეფექტიანი ზომების მიღების პროცესში”,-განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.