პროდასავლური პროტესტი ორ კვირაზე მეტია გრძელდება. წინა დღეების მსგავსად, დღეს, 15 დეკემბერს არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რუსთაველის გამზირი კი მთავარ ლოკაციად რჩება, ვინაიდან ყველა მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან იყრის თავს.
გთავაზობთ თბილისში დაგეგმილი აქციების ჩამონათვალს:
- 14:00 საათი - მსვლელობა კულტურის სამინისტროდან: რესტავრატორები, არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები.
- 16:00 საათი - ფილარმონიიდან: ქართველი ფანების მსვლელობა.
- 16:00 საათი - მარჯანიშვილის მოედნიდან: ხელოვანების მარში.
- 17:00 საათი - ფილარმონიიდან: დამკვირვებლების მარში.
- 18:00 საათი – მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან: ქართული "რა? სად? როდის?" კლუბის მოთამაშეები და პროექტ "წიგნის თარო" მონაწილეები.
- 18:00 საათი – მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან (№40): ლოზუნგით "ESM ევროპისკენ!" (ევროპის მენეჯმენტის სკოლა).
- 18:00 საათი – მსვლელობა კავკასიის უნივერსიტეტის შენობიდან: კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები.
- 19:00 საათი – მსვლელობა უზნაძის ქუჩიდან: FLEX პროგრამის (Future Leaders Exchange Program) მონაწილეები და კურსდამთავრებულები.
- 19:30 საათი – მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან: ვეტერინარები და ცხოველების მოყვარულები.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი:
ქუთაისი:
- 17:00საათი, "არა მოძალადე რეჟიმს!" შეკრების ადგილი - მერიის წინ;
ბათუმი:
- 18:00 საათი - მასწავლებლების მსვლელობა ბათუმში. შეკრების ადგილი - ილიას ძეგლი.