მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტის ნიშნად BMW რუსეთში ავტომობილების ექსპორტს და წარმოებას აჩერებს

621f1ad327e31
გიორგი თოლორდავა
02.03.22 11:27
583

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი BMW გმობს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას და პროტესტის ნიშნად რუსეთში ავტომობილების ექსპორტს დროებით წყვეტს და კალინინგრადში ავტომობილების წარმოებას აჩერებს.

„შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას. შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, BMW დროებით წყვეტს ექსპორტს რუსეთის ბაზარზე და ადგილობრივი წარმოების პროცესს“, - თქვა კომპანიის სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ავტოკონცერნი პრემიუმავტომობილების წამყვან ბრენდს, Rolls-Royce-საც მოიცავს, რომელიც რუსი მილიარდერების რჩეული საავტომობილო მარკაა.

BMW-ს გარდა, რუსეთში მუშაობს აჩერებენ სხვა მსხვილი ავტომწარმოებლებიც, კერძოდ: Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Volvo, Buick და Cadillac.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები