მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროვაიდერები, ვისთანაც 10-12 წელია ვთანამშრომლობთ, პარტნიორობაზე უარს გვეუბნებიან - Biletebi.ge

63c6e9f2dad19
ალა ისპირიანი
17.01.23 23:55
1230
ბილეთების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა Biletebi.ge-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში ქართული ონლაინ ბიზნესების შესყიდვას აქტიურად ახორციელებს. კომპანიაში თქვეს, რომ საჭიროა მიღებულ იქნას კანონი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას შეუზღუდავს.

biletebi.ge-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა გადაცემა „ საქმიან დილაში“ თქვა, რომ პარტნიორები, რომლებთანაც ბევრი წლის თანამშრომლობა აკავშირებთ, ახლა უარს ეუბნებიან.

„ჩვენ სერვისებს ვყიდით. ამ სერვისის პროვაიდერები, ვისთანაც 10-12 წელია ვთანამშრომლობთ, ახლა ნელ-ნელა თანამშრომლობაზე უარს გვიცხადებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი კონკურენტი კომპანია მათთან ექსკლუზიურ გარიგებებს დებს და ჩვენი კონკურენტი ამ ექსკლუზიური გარიგების დადებისას საბანკო რესურსს იყენებს. პრობლემაა ჩვენი კონკურენტების მხარდაჭერა ბანკის მიერ, რადგან ის კონკურენტი ბანკის მფლობელობაშია და საშუალო და მცირე ბიზნესი მაგას კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ არაფერი გამოდის ბორკილები გვადევს, ბანკის წინააღმდეგ ვერ წავალთო“, - ამბობს გიორგი ჩხიკვიშვილი.

biletebi.ge-ის თანადამფუძნებლის თქმით, მათ აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა კონკურენციის სააგენტოსთანაც ჰქონდათ და პრეტენზიები, როგორც სააგენტოს, ისე ეროვნული ბანკის მისამართით გაჟღერდა.

მისივე თქმით, საუბარს გამართავენ იურისტებთანაც და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გამჭირვალე იქნება. “აბსოლუტურად გამჭვირვალე კომპანია ვართ და დღის სინათლე ჩვენი ერთადერთი ადვოკატი და მცველია,“- განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები