მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პსპ დაზღვევის“ მენეჯმენტში ცვლილებებია

64005e1acc57a
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.23 12:30
3215
„პსპ დაზღვევის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. როგორც ირკვევა, სოფიო ლებანიძე, კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს და მის ადგილს მიხეილ გაფრინდაშვილი იკავებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლამდე „რებანკში“ მმართველ პოზიციაზე იყო.

„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ სოფია ლებანიძემ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ძალიან რთული გამოდგა გამოვხატო მადლობა „პსპ დაზღვევაში“ გატარებული 1883 დღისთვის.

პირველ რიგში უდიდესი მადლობა „PSP ჯგუფს“ ნდობისთვის და უნიკალური შესაძლებლობისთვის. მადლობა "პსპ დაზღვევის" გუნდს დახვედრისთვის და ერთად გატარებული თითოეული დღისათვის. ძალიან დიდი პატივია იყო „PSP ჯგუფის“ წევრი, რომელიც არის განვითარების და შესაძლებლობების უნიკალური სივრცე. წინ ბევრი გამარჯვება PSP“, - წერს სოფია ლებანიძე.

როგორც BM.GE-ს სოფო ლებანიძემ განუცხადა, თავად „პსპ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოში გადადის, ხოლო მის პოსტს მიხეილ გაფრინდაშვილი დაიკავებს.

"პსპ დაზღვევის" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე მიხეილ გაფრინდაშვილიც აქვეყნებს.

სამეწარმეო რეესტრში კომპანიის მენეჯმენტში არსებული ცვლილებები ჯერ არ ასახულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები