მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პულსზე გვიდევს ხელი... საცობების რეალურ დროში აღმოჩენა მოხდება - კალაძე

6385b7d88ffa1
ინგა მურუსიძე
29.11.22 11:45
516
თბილისის მერია გეგმავს, რომ 2023 წლიდან ტრანსპორტის ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგოს. შესაბამისი ინფორმაცია დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე გააჟღერა, თუმცა მერს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით განხორციელდება ეს რეფორმა.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, მოხდება საცობების აღმოჩენა რეალურ დროში, ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა, შედეგად კი, კალაძის განცხადებით, მივიღებთ მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებულ მოძრაობას და შემცირებულ საცობებს.

„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ ევროპაში კარგად განხორციელებული რეფორმები გადმოვიტანოთ ჩვენს ქალაქში. როცა ვახორციელებთ ქუჩების განახლებას, მოდერნიზებას, ეს ხდება კვლევების საფუძველზე. კარგად ვხედავთ რა არის გამოწვევები, პრობლემები. პულსზე გვიდევს ხელი, ძალიან კარგად გვესმის, რომ გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს, დისკომფორტია, როცა ავტობუსი დროულად ვერ მოდის და ეს იწვევს შემდეგ ავტობუსების გადავსებას. მიზეზები ვიცით და ისიც ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ხვალ ეს პრობლემები მოხსნილი იყოს. ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, გვიწევს მუშაობა ეტაპობრივად, რომ ქალაქში გადაადგილება პრობლემა აღარ იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები