18-19 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება რუსეთ - აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშროლობის და სამოკავშირეო ურთიერთობების საკითხები, ასევე აქტუალური და რეგიონული პრობლემები - ნათქვამია კრემლის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ პუტინის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში.