მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დირექტორი

627ac2d0eeff6
თამთა ჯიჯავაძე
11.05.22 00:45
1467
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება, - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ამერიკის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა ევრილ ჰეინესმა სენატში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ქმედებების ესკალაციაა მოსალოდნელი და მოსკოვის ნაბიჯები უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდება.

„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი სასტიკ საშუალებებს გამოიყენებს“, - განაცხადა მან.

ჰეინესის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონთან დამაკავშირებელ სახმელეთო გზაზე ეცადოს კონტროლის მოპოვებას. მისივე პროგნოზით, შეიძლება პუტინმა რუსეთში საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს.

ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია დროთა განმავლობაში უკრაინის ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის დასუსტება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები