რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ "საშობაო ზავის” ინიციატივით, რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, რადგან მართლმადიდებელ ხალხს შობის წინა დღეს და ქრისტეს შობის დღეს მსახურებაზე დასწრება შეძლებოდა.