მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინის მიერ დონეცკ-ლუგანსკის აღიარების შემდეგ რუსეთის საფონდო ბირჟა 20%-ით დაეცა

62149512d701d
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.22 12:06
1563
რუსეთის საფონდო ბირჟა ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "სახალხო რესპუბლიკების" აღიარების შემდეგ უკვე 20%-ით დაეცა. 

ქვეყნის მთავარი ინდექსი MOEX RTS ინდექსი ამჟამად 1,100 პუნქტზეა, როდესაც გუშინ ამავე დროს ინდექსი 1,391 პუნქტზე იყო, რაც 24-საათიან ჭრილში 20%-იან ვარდნას ნიშნავს. 

ეცემა ყველა წამყვანი რუსული კომპანიის აქციები, უშუალოდ დღეს ვაჭრობის გახსნის შემდეგ AFK Sistema-ს აქციები 11%-ით; VK-ის 14%-ით, Sberbank-ის 7%-ით, Lukoil-ის 2%-ით, Yandex-ის კი 3%-ით შემცირდა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკები" აღიარა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები