მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა დეფაქტო აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის დოკუმენტი დაამტკიცა

638f2c195b2a9
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.22 16:02
638
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერის კანონს ხელი მოაწერა. საუბარია 2022-2025 წლებში თვითაღიარებული რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში თანამონაწილეობაზე. შეთანხმება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა, ნოემბერში კი რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ დოკუმენტი დაამტკიცა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

მათი ცნობით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში შეთანხმების შესასრულებლად 22 მლრდ რუბლი იქნება საჭირო. აქედან 15.4 მლრდ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 6.7 მლრდ სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. თანხის ძირითადი ნაწილი აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებაზე, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებსა და ეკონომიკის საკვანძო დარგების: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელ მრეწველობასა და ტურიზმზე დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან შეღავათიან სესხებსა და სუბსიდიას მიიღებენ და რუსული დანადგარებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა გაჩნდება.

შეთანხმება ძალაში მხარეთა მიერ ყველა საჭირო შიდა პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან შედის და ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრამდეა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები