მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა დუმაში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება წარადგინა

ცხინვალი

რუსეთის სახელმწიფო დუმას რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება წარედგინა. დოკუმენტი პარლამენტის ქვედა პალატის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსდა.

„აღნიშნული შეთანხმების განხორციელება სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთს შორის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეთანხმება დუმაში რატიფიცირებისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარადგინა. დამტკიცებული დოკუმენტი ოფიციალური მოსკოვისგან ბიუჯეტიდან დამატებითი რესურსის გამოყოფას არ მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები