მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რეკორდულ სამხედრო ხარჯებს მოიცავს

პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტი საბოლოოდ დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტი $391.2 მილიარდის შემოსავალზე გათვლილი, რაც 2023 წელთან შედარებით 22.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოიმატა წლიური ხარჯების მოცულობამაც და ის 2024 წელს 415 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, ანუ ბიუჯეტი დეფიციტზე იქნება გათვლილი, თუმცა არა ისეთ დრამატულზე, როგორსაც ადრე მოელოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ თავდაცვასა და შეიარაღებაზე მომავალ წელს ბიუჯეტის 40% დაიხარჯება და თანხის მოცულობა $170 მილიარდს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელი და ქვეყნის ისტორიაში რეკორდული დონე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები