მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა შოიგუს თანამდებობა შეუცვალა

შოიგუ  პუტინი

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გადაყენების წინადადება წამოაყენა - ამის შესახებ წერს გამოცემა Reuters .

მათივე ცნობით, პუტინმა კანდიდატად ანდრეი ბელოუსოვი დაასახელა.

შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს და ის პუტინის ერთ-ერთი ყველა ახლო თანამოაზრეა. ეს ცვლილება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო სარდლობაში განხორციელებული ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები