home
category
tv live menu
EN
Loading data...

პუტინმა სუვერენული ვალის რუბლში გადახდის დროებით ბრძანებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა რეზიდენტებისა და უცხოელი კრედიტორების მიმართ რუსული ევროობლიგაციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროებითი პროცედურა დაამტკიცა. აღნიშნულ ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა ხელი 22 ივნისს მოეწერა.

განკარგულების ტექსტის მიხედვით, იმ მფლობელების მიმართ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა უფლებები სუვერენულ ევროობლიგაციებზე დაფიქსირებულია უცხოურ დეპოზიტებში, რუსეთს უფლება აქვს, ცენტრალურ დეპოზიტარს უცხოელი დეპოზიტარისთვის რუბლის ანგარიშის გახსნის მოთხოვნით მიმართოს. აღნიშნული ანგარიშის გახსნა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2 დღეში უნდა დაადასტუროს.

ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის მიერ გაწერილი წესის მიხედვით, რუსეთის დეპოზიტარი გადარიცხვებისთვის საჭირო ქმედებებს რუბლში იმ ვადისთვის არსებული ინდექსაციის წესის მიხედვით განახორციელებს. ამისთვის კი უცხოელი დეპოზიტარების თანხმობა საჭირო არ იქნება. არსებული ვალდებულებებისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხული რესურსის ინდექსაცია, ქვეყნის შიგნით არსებული კურსის მიხედვით განისაზღვრება.

ბრძანების მიხედვით, მთავრობამ 10-დღიან პერიოდში იმ ბანკების სია უნდა შეადგინოს, რომლებიც ამ გადახდების შესრულებას შეძლებენ.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები