Amazon-ის და კოსმოსური სტარტაპი Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი დედამიწის გადარჩენის გზად ქარხნების, საწარმოებისა და Data-ცენტრების მთვარეზე გადატანას ხედავს.
როგორც მილიარდერი მეწარმე აღნიშნავს, „გეგმა B” არ არსებობს და დედამიწის ჩანაცვლება შეუძლებელია, ამიტომ კაცობრიობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კლიმატური ცვლილებით გამოწვეული რისკები მინიმუმამდე შეამციროს.
ბეზოსის აზრით, ტექნოლოგიური პროგრესი კოსმოსში ტვირთის გადატანას მნიშვნელოვნად გააიაფებს და გაამარტივებს, ამიტომ მთვარეზე წარმოების გადატანა როგორც კომერციულად შესაძლებელი, ასევე გარემოსათვის გაცილებით უკეთესი იქნება.
ცხადია, Blue Origin-ის დამფუძნებელი აქ მრავალსაუკუნოვან პერსპექტივაზე საუბრობს და უახლოეს მომავალში მთვარეზე ქარხნების მოწყობას არ მოელის.



























