მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ფონდი" იპოდრომის 80,000 მ²-ს სოსო ფხაკაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცემს

იპოდრომი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ფონდმა” იპოდრომთან თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება ამჟამად კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუსთან" გააფორმა. შესაბამისი მოთხოვნა საჯარო რეესტრში უკვე აისახა.

2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტმა", თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ "ქართუ ფონდი" დარეგისტრირდა. როგორც ირკვევა, აქედან ორ კვირაში ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა და საქველმოქმედო ფონდისგან დეველოპერულ პროექტს კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ" განახორციელებს.

შპს "ცენტრალ პარკ ავენიუ" 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ბიზნეს რეესტრის თანახმად, "ცენტრალ პარკ ავენიუს" მესაკუთრეა 4 სხვადასხვა კომპანია, მათ შორის 42% ეკუთვნის შპს "იდეას", რომელიც სოსო ფხაკაძის; ლევან ფხაკაძისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა. 52% ეკუთვნის კომპანია "ნიუ არტ ინდექს", რომელიც ბიზნესმენ ციალა დარჩიაშვილს ეკუთვნის; 45%-ის მფლობელია "მარდიელი ინვესთმენთი", რომელიც დეველოპერულ კომპანია "მარდიელთან" არის დაკავშირებული. კომპანიის მესაკუთრე არის ზურაბ წულაია.

უცვლელია "ქართუ ფონდის" მიერ გმირთა მოედანზე 42,500 კვადრატული მეტრის "ნეო სითი დეველოპმენტზე" გაყიდვის გარიგება. მხარეებმა ხელშეკრულება რეესტრში 2023 წლის აგვისტოში დააფიქსირეს, რის შედეგადაც, ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ დაფუძნებულმა კომპანია “კოსტავას 69”-მ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამ მიწაზე ივანიშვილის კომპანია ” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები