მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებს 44.7 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული

646f43bf5dff1
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.23 15:19
907
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 2023 წლის აპრილში 44.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 100 მილიონი ლარით ნაკლებია. სებ-ის ინფორმაციით, პერიოდის განმავლობაში ლარით გაცემული კრედიტების ზომა 139 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხების ზომა 239 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ლარის გამყარებას უკავშირდებოდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით უცხოური ვალუტის სესხების ნაშთი 0.92%-ით გაიზარდა.

ლარის გამყარების ფონზე, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.89% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.44 პროცენტული პუნქტით მეტია. წლიურ ჭრილში სესხების ლარიზაცია 5.82 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.06 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.15%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.07%-ით ნაკლები).

2023 წლის აპრილის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 70.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მლრდ ლარი შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები