მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბანკებს ₾59 მილიარდის სესხი აქვთ გაცემული

ლარი

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს მათი უახლესი ფინანსური მაჩვენებლები წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა, რომ სექტემბერში ქვეყანაში კრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.93%-ით გაიზარდა და მან სექტემბრის ბოლოს 59.37 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში დაკრედიტების მატება ძირითადად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული, რამაც 950 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კრედიტების ზრდა 742 მილიონი ლარი იყო.

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში ქვეყანაში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.0002 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 56.10% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები