მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა 62 მილიარდ ლარს მიაღწია

ფული

კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, ივლისში დეპოზიტების მოცულობამ 1.2 მილიარდი ლარით იმატა და 62 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ერთი თვის ჭრილში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, წლიურად კი დეპოზიტების მოცულობა 11%-ით არის გაზრდილი.

ივლისში ასევე გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაცია და მან 50.3% შეადგინა, რეაც წინა თვის მაჩვენებლის ანალოგიურია, თუმცა გაცვლითი ეფექტის კურსის გარეშე ლარიზაციის მაჩვენებელი 0.24 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

"ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.29% -ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.57%-ით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები