მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ საბანკო სისტემაში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა ახალი ბიძგი იქნება - ვახტანგ სიხარულიშვილი

ვახტანგ სიხარულიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში ჩინური ინვესტიციები კონკურენციას ახალ ეტაპზე აიყვანს, რითაც საბოლოოდ მომხმარებლები ისარგებლებენ. მან ამის შესახებ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ჩინურ მხარესთან როგორც კომერციული ბანკების კუთხით, ისე ცენტრალური ბანკის ჭრილში. როგორც მოგეხსენებათ, ქართული საბანკო სისტემა საკმაო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის და ბუნებრივია ჩინური ინვესტიციების მოზიდვა კიდევ ერთი ახალი ბიძგი იქნება შემდგომი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანას, რითაც საბოლოო ჯამში მთელი საბანკო სისტემის მომხმარებლების ისარგებლებენ",- აღნიშნა ვახტანგ სიხარულიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.

მემორანდუმი ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან - როგორ ითანამშრომლებენ მხარეები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები