მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ეს უმსხვილესი გარიგება იქნება " - „არდის“ წლის ბოლომდე ახალი ინვესტორები ეყოლება

მიხეილ ჯაფარიძე არდი

სადაზღვევო კომპანია „არდის“, წლის ბოლომდე სავარაუდოდ ახალი ინვესტორები ეყოლება. მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინვესტორებთან ,,არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ადასტურებს.

როგორც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, მოლაპარაკებები როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ინვესტორებთან დიდი ხანია მიმდინარეობს.

„კომპანიის ზომიდან, ბაზარზე არსებული რეგულაციებიდან და მომენტუმიდან გამომდინარე, რომელიც ახლაა, კომპანიას დღევანდელ მოცემულობასთან შედარებით უფრო პროფილური ინვესტორი და უფრო მსხვილი ინვესტორი სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

„არდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ქართული სადაზღვევო ბაზრის ინდუსტრიის ისტორიაში გარიგების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება და მისი დასრულება სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს მოხდება, თუმცა რა თანხაზეა საუბარი არ ასახელებს.

ინფორმაციისთის, მოზიდული პრემიის მიმართულებით 2023 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანია „არდის“ ზრდა ჰქონდა. მოზიდულმა პრემიამ 76 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 მილიონი ლარი იყო. გაზრდილია ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევებიც, „არდიმ“ 2023 წელს 56 მილიონი ლარის ზარალები აანაზღაურა, 2022 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 39 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები