მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 71 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ბანკი

საქართველოში არსებული ბანკების აქტივებმა 71 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ეს აქტივები დათვლილია IFRS სტანდარტების მიხედვით, მაშინ როდესაც აქამდე აქტივები სხვა სტანდარტით ითვლებოდა და მისი მიხედვით ბანკების აქტივები 69.9 მილიარდი ლარი იყო. 

"ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71.3  მლრდ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბანკები დატა
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები