2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. საბანკო სექტორის აქტივების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ივლისის ბოლოს ბანკების მთლიანი აქტივები 43.9 მილიონი ლარითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საბანკო სექტორის კაპიტალი 13 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15%-ია.